სასტუმროები და სპა

 

მომსახურების სფეროში სასტუმროებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ეს არის ბიზნესის ის სფერო, სადაც უპირველესი ამოცანაა სტუმრის მაქსიმალურ კომფორტსა და ამაღლებულ განწყობაზე ზრუნვა, რომელიც თავისთავად საჭიროებს მაღალი დონის მომსახურებას;

 

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კომპანია SYSCALL-მა შექმნა გონივრული და სრულიად ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ მომსახურების ხარისხის უფრო მეტად დახვეწასა და გაუმჯობესებაში; მისი გამოყენება შესაძლებელია სასტუმროს როგორც შიდა (რესტორანი, ბარი, ლაუნჯი, ლობი და ა.შ), ასევე გარე პერიმეტრზე (ვერანდა, ტერასა, საცურაო აუზი, სპა და ა.შ).

 

აღნიშნული პროდუქტი წარმატებით დაინერგა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების უმეტესობაში, როგორებიცაა: ჰილტონი, მერიოტი, შერატონი და ა.შ. ეს არის პროდუქტი რომელსაც ენდობა მსოფლიო  და დღეს იგი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში და სრულიად ამიერკავკასიაში;

 

ჩვენი მიზანია ხელი შეგიწყოთ მომსახურების სრულყოფასა და გაუმჯობესებაში, რათა განავითაროთ თქვენი ბიზნესი და მიიღოთ მეტი შემოსავალი და სარგებელი; აღნიშნული კი მარტივად შესაძლებელია ჩვენი პროდუქტისა და სერვისის დახმარებით.

 

ჩვენ გთავაზობთ სერვისს, რომლის შედეგია:

 

- სერვისის ხარისხის გაუმჯობესება

- პერსონალის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა

- მომსახურე პერსონალის რაოდენობის ოპტიმიზაცია

- დადებითი გამოხმაურება

- იმიჯის ამაღლება

 

 

გამოყენება

  • კლიენტსა და მიმტანს შორის კომუნიკაცია

    • მომხმარებელი გადამცემზე აჭერს ღილაკს, 
      შედეგად მაგიდის ნომერი გამოისახება მომსახურე პერსონალის პეიჯერზე;
    • სიგნალის მეშვეობით მიმტანი იგებს თუ რომელ მაგიდას ესაჭიროება სერვისი და სწრაფად უწევს მას მომსახურებას
    •  
  • wireless calling system
  •  

    მზარეულსა და მიმტანს შორის კომუნიკაცია

    • შეკვეთის გამზადების შემდგომ, მზარეული/ბარმენი მულტი-გამდაცემის საშუალებით იძახებს მომსახურე პრესოლანს შეკვეთის წასაღებად


  •  
  • wireless calling system
  •  

    მენეჯერის მიერ კონტროლირებადი სისტემა

    • ყოველი გამოძახება აისახება მიმღებ მონიტორზე, რისი საშუალებითაც მენეჯერი აკონტროლებს მომსახურე პერსონალის მუშაობის ეფექტურობას.

  •  
  • wireless calling system
  •  

 

სხვა სერვისები